იმერეთმა გემოფესტს მეოთხედ უმასპინძლა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, 26-27-28 ივნისს იმერეთმა გემოფესტს მეოთხედ უმასპინძლა.
სამი დღის განმავლობაში ქუთაისში გემოების, მუსიკისა და ემოციების განსაკუთრებული ზეიმი გაიმართა.
სტუმრებმა დააგემოვნეს ქართული სამზარეულოს მრავალფეროვანი კერძები, გაეცნენ ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციას და მრავალფეროვანი გასართობი და მუსიკალური პროგრამით ისიამოვნეს.
სამეწარმეო სივრცეში აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა გაიმართა.
Gemofest – გემოფესტი ქუთაისის მერიის, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მხარდაჭერით გაიმართა