მსოფლიოს ჩემპიონატზე ვეტერანთა შორის ქართველმა სპორტსმენებმა 3 მედალი მოიპოვეს
25-27 ივნისს, კანადაში, ქალაქ ჰალიფაქსში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვეტერანთა შორის, ჩვენმა სპორტსმენებმა 3 მედალი მოიპოვეს.
200 მეტრ დისტანციაზე ოლეგ ოლეინიკმა მეორე ადგილი დაიკავა.
ზაქარია ხიზანიშვილმა 200 და 500 მეტრ დისტანციაზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.