საქართველოს პარატაეკვონდოს ნაკრებმა ნიურნბერგში გამართული პრეზიდენტის თასის გათამაშება ხუთი მედლით დაასრულა

საქართველოს პარატაეკვონდოს ნაკრებმა ნიურნბერგში გამართული პრეზიდენტის თასის გათამაშება ხუთი მედლით დაასრულა.
ანა ჯაფარიძე (-52კგ) და ლიკუნა ჩაჩიბაია (-47კგ) ტურნირის ჩემპიონები გახდნენ.
ანა ჯაფარიძემ (-52კგ) ფინალში ბრძოლა პარალიმპიური თამაშების ორგზის მედალოსან, ევროპის ოთხგზის ჩემპიონს, თურქ მერიუმ ბეთიულ ჩავდარს მოუგო და ოქროს მედალი მოიპოვა.
ლიკუნა ჩაჩიბაიამ (-47კგ) ფინალურ შეხვედრაში რუსი მეტოქე კარა შობანა ანგარიშით 24:6 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა.
ნატა ოჩიგავამ (-57) პირველობისთვის ბრძოლა თურქ გამზე ოსჯანთან დათმო და ვიცე ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
გიორგი ნიკოლაძემ (-70კგ) ფინალში ბრძოლა თურქ იუსუფ იუნაკტთან წააგო და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
სანდრო მეგრელიშვილი (-63კგ) ნახევარფინალში ისრაელელ ადნან მილადს შეხვდა და ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები