კონსტანტინოპოლის ქართულ სამრევლოსთან არსებული სტამბოლის ქართული საკვირაო სკოლის ორგანიზებით საკვირაო სკოლის ტრადიციული „ბოლო ზარი“ გაიმართა

7 ივნისს, კონსტანტინოპოლის ქართულ სამრევლოსთან არსებული სტამბოლის ქართული საკვირაო სკოლის ორგანიზებით საკვირაო სკოლის ტრადიციული „ბოლო ზარი“ გაიმართა.

ბავშვებისთვის ჩატარდა საინტერესო ვიქტორინა, გასართობი თამაშები, სპორტული შეჯიბრებები და სხვა სახალისო აქტივობა. ღონისძიების ბოლოს კი ყველა ბავშვს სიმბოლური მედლები გადაეცა.

„ეს დღე იყო განსაკუთრებული, ფერადი და საინტერესო არა მხოლოდ ჩვენი ბავშვებისთვის, არამედ ყველასთვის! ამიტომ ჩვენთვის ეს დღე არა უბრალოდ თარიღი, არამედ დღესასწაულია – დღე, როცა ვხარობთ, ვზეიმობთ და ვთანაზიარობთ. ამიტომ ბავშვებთა ერთად დიდებიც ჟრიამულობდნენ. სამრევლო მადლობას უხდის ყველა ჩართულ პირს – სტუმარსა და მასპინძელს“, – ნათქვამია კონსტანტინოპოლის ქართული სამრევლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები