სანდრო ლაგვილავამ და ლილე შალამბერიძემ Hippo-ს ოლიმპიადის მსოფლიო ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს
სერვანტესის სახელობის გიმნაზია AIA-GESS-ის მოსწავლეები საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვან წარმატებას აღწევენ.
ევროპა – აფრიკის კონტინენტურ ნახევარფინალში მიღწეული ბრწყინვალე შედეგების საფუძველზე, ჩვენმა მოსწავლეებმა, სანდრო ლაგვილავამ და ლილე შალამბერიძემ, Hippo-ს ოლიმპიადის მსოფლიო ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს.
Hippo-ს მსოფლიო ფინალი მიმდინარე წლის სექტემბერში, იტალიის ქალაქ სპოლეტოში გაიმართება.