საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის 15-წლამდელთა ჩემპიონატზე ასპარეზობა ცხრა მედლით დაასრულა
ბულგარეთში დასრულებულ 15 წლამდე მოჭიდავეებს შორის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ასპარეზობა ცხრა – ოთხი ვერცხლისა და ხუთი ბრინჯაოს – მედლითა და გუნდური მეორე ადგილით დაასრულა.
ვიცე-ჩემპიონები რეზი იობიძე (38 კგ), გიორგი გრიგალაშვილი (57კგ), იოანე გავაშელიშვილმლი (62 კგ) და ედუარდ მანველიშვილი (75 კგ) გახდნენ, ბრინჯაოს მედლები კი ლუკა დოთიაშვილმა (44 კგ) ლ, ზურაბ დოთიაშვილმა (48 კგ), გიორგი ლობჟანიძემ (52 კგ), გიორგი სოლომონიძემ (68 კგ) და ანდრია დოიჯაშვილმა (85 კგ) მოიპოვეს.