გიორგი ჩხიკვაძე სწავლას აშშ-ში, University at Buffalo-ში აგრძელებს

ფიზიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი გიორგი ჩხიკვაძე აგვისტოდან სწავლას აგრძელებს აშშ-ში, University at Buffalo-ში სადოქტორო პროგრამაზე კონდენსირებული გარემოს ფიზიკის მიმართულებით. ინფორმაციას თავისუფალი უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, გიორგიმ მოიპოვა სწავლის სრული დაფინანსება და აგრეთვე შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსება Graduate School Fellowship.

გიორგიმ მოწვევა მიიღო აგრეთვე Binghamton University of New York და Iowa State University-დან სამაგისტრო პროგრამებზე, მაგრამ საბოლოო არჩევანი მაინც University at Buffalo-ზე შეაჩერა, რადგან აქ არსებული პროგრამა ყველაზე მეტად შეესაბამება მის პროფესიულ ინტერესებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები