საქართველოს 17 წლამდე მოკრივეთა ნაკრებმა საერთაშორისო ტურნირზე ცხრა მედალი მოიპოვა
აზერბაიჯანში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე „ჰეიდარ ალიევის თასი” , საქართველოს 17 წლამდე მოკრივეთა ნაკრებმა 4 ოქროს, 2 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.
ჩემპიონები ელენე ქარჩავა (54 კგ), ანასტასია ჩოკორაია (63 კგ), ლიზა ლობჟანიძე (70 კგ) და თემურ პავლიაშვილი (66 კგ) გახდნენ. ვერცხლი მელანო ჯაყელმა (54 კგ), ნიკოლოზ ხიზანიშვილმა (63 კგ), ბრინჯაოს მედლები კი მარიამ ნაკანმა(57კგ), რატი ხარბედიანმა (48კგ) და ლაზარე დოკვაძემ(80კგ) მოიპოვეს.