დავით სილაგაძე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალში “Urbino In Acquerello” მონაწილეობდა
30 აპრილიდან – 3 მაისის ჩათვლით, იტალიის ქალაქ ურბინოში ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “Urbino In Acquerello”, სახელწოდებით “Zaffiri Dell’ Istante” გაიმართა.
ფესტივალში მონაწილეობდა თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის – ფერწერის მიმართულების პედაგოგი, დავით სილაგაძე.






