„კულტურული მრავალფეროვნება და იუნესკოს მემკვიდრეობა საქართველოში“ – გამოფენა ბრაზილიაში

ქალაქ ბრაზილიის კულტურულ ცენტრში გაიხსნა გამოფენა „კულტურული მრავალფეროვნება და იუნესკოს მემკვიდრეობა საქართველოში“.

გამოფენაზე წარმოდგენილია იუნესკოს მიერ, მატერიალური თუ არამატერიალური მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შესული ობიექტები, რომელსაც ქვეყნის მრავალეთნიკური მოსახლეობა ერთიანი ძალებით აშენებდა – დასტური იმისა, რომ ტოლერანტობა საქართველოში ადამიანთა ყოფა-ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს საელჩო ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, გაერო-ს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) წარმომადგენლობა და ბრაზილიის ბანკის კულტურული ცენტრი. ვიზიტორებს გამოფენის დათვალიერება ბრაზილიის კულტურულ ცენტრში, შეეძლებათ 30 ნოემბრამდე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები