27 მარტს ეტიუდების XV საერთაშორისო სტუდენტური ფესტივალი – “არლეკინი” 2026 – გაიმართა
2026 წლის 27 მარტს, თეატრის საერთაშორისო დღეს, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი ალექსიძის სახელობის თეატრის სცენაზე ეტიუდების XV საერთაშორისო სტუდენტური ფესტივალი – “არლეკინი” 2026 – გაიმართა.
საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს უნგრეთის, საბერძნეთისა და სომხეთის უმაღლესი თეატრალური სასწავლებლების სტუდენტებმა, საქართველოს მხრიდან კი – შესარჩევ ტურში გამარჯვებულმა სტუდენტებმა. ინფორმაციას ეტიუდების ფესტივალი ავრცელებს.
მათივე ცნობით, საერთაშორისო საფესტივალო ეტიუდები შეაფასა პროფესიულმა ჟიურიმ, რომლის წევრებიც იყვნენ:
- ტიტო ლორეფიჩე – თოჯინების თეატრის რეჟისორი, თეატრის რეჟისორი, პედაგოგი, UNIMA-ს პროფესიული სასწავლო კომისიის პრეზიდენტი, UNIMA-ს Pro-Vocation Academy-ის დირექტორი, სან-მარტინის (არგენტინა) ეროვნული უნივერსიტეტის (UNSAM) პროფესორი, პეკინის (ჩინეთი) ცენტრალური დრამის აკადემიის (CAD) პროფესორი;
- ანხელ ნავარო – ესპანეთი, თოჯინების თეატრის მსახიობი, Teatro Saco de Huesos-ს დამფუძნებელი;
- ემი მორისონი – აშშ, ,,HB STUDIO” მსახიობის ოსტატობის პედაგოგი;
- ნანა შონია – თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის მსახიობი.
- სტუდენტური ჟიური: თინათინ ასათიანი, მარიამ სამხარაძე, თეიმურაზ დვალი.
ფესტივალის გამარჯვებულები არიან:
- გრან-პრი – ოქროს არლეკინი – “Cassandra Prophesies the End of the World” /მონაწილეები: სტავროს ტრუპისი, ალიზ-ელი ანტუანი/ ათენის კონსერვატორიის დრამის სკოლა Ωδείον Αθηνών – Athens Conservatoire;
- ვერცხლის არლეკინი – “თოჯინების რევოლუცია” /მონაწილეები: გივი ხურციძე, მონიკა მუშკუდიანი, ილია ხეცურიანი, ნატალია ჭიჭინაძე/ TAFU
- ბრინჯაოს არლეკინი – “Love Move” (Step of Love) /მონაწილეები: მონაწილეები: ფელიქს ღაზარიანი, ერიკა გასპარიანი/ ერევნის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტი Երևանի թատրոնի և կինոյի պետական ինստիտուտ;
- საუკეთესო ამბავი – “Providence” /მონაწილე: ფლორა ნოვაკი/ ბუდაპეშტის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი Színház- és Filmművészeti Egyetem;
- საუკეთესო მსახიობი კაცი – გივი ხურციძე
- საუკეთესო მსახიობი ქალი – მონიკა მუშკუდიანი
- სტუდენტური ჟიურის რჩეული – “ჰალუცინაცია” /მონაწილეები: მარიამ მითაგვარია, მონიკა მუშკუდიანი, ლიზა გიორგობიანი/
- “თოჯინები” /მონაწილეები: მარიამ მითაგვარია, ირიკო აბულაძე, ბაჩი ბეგიაშვილი/
- „ქალი გველით“ /მონაწილე: ნანა ჯიქია/ ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი – Batumi Art State University
- „ზეწოლა“ /მონაწილეები: ელიზავეტა ბენდელიანი, ელენე გენებაშვილი, მატასი ჭუმბურიძე, ქეთევან ვაჭარაძე, თამარ ფორჩხიძე, ნინო აროშიძე, ალექსანდრე კასაბური, შოთა კაჭარავა/
- „საღორე“ (მონაწილეები: ნინო აროშიძე, გიორგი ბაქრაძე, ელენე გენებაშვილი, ქეთევან ვაჭარაძე, ანასტასია კვიტაიშვილი-გაწერელია, შოთა კაჭარავა, თამარ ფორჩხიძე, ანი ძეგველიშვილი, ილია ხეცურიანი, გივი ხურციძე, მატასი ჭუმბურიძე, ზაქარია ჭილაშვილი, დავით ჯგერენაია, ლიზი შენგელია