საქართველო სამხრეთ კორეაში საქველმოქმედო ბაზრობაზე მონაწილეობდა
18 ნოემბერს საქართველოს საელჩომ სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში გამართულ საქველმოქმედო ბაზრობაზე მიიღო მონაწილეობა.
ბაზრობა სეულის ქალთა საერთაშორისო ასოციაციისა და დიპლომატიური კორპუსის ორგანიზებით წელს 57-ედ გაიმართა.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინო, ტრადიციული ხელნაკეთი ნივთები, ასევე საქართველოს კულტურისა და ტურისტული შესაძლებლობების ამსახველი საინფორმაციო მასალა.
„SIWA Bazzar“ კორეის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც ყოველწლიურად იმართება, შემოსული თანხა კი მთლიანად საქველმოქმედო მიზნებისთვისაა გათვლილი.