ლადო წიქარიშვილი მსოფლიო ნეიროქირურგთა ასოციაციის სისხლძარღვოვანი ნეიროქირურგიის კომიტეტის წევრად აირჩიეს

კავკასიის მედიცინის ცენტრის ნეიროქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლადო წიქარიშვილი მსოფლიო ნეიროქირურგთა ასოციაციის სისხლძარღვოვანი ნეიროქირურგიის კომიტეტის (WFNS –  Cerebrovascular Deseases and Therapy Committee) წევრად აირჩიეს.

„მსოფლიოს ნეიროქირურგთა ფედერაცია (WFNS)  ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული, პროფესიული და სამეცნიერო გაერთიანებაა, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს წამყვან ნეიროქირურგებს გამოცდილების გაზიარებისა და უახლესი მეთოდების, ინოვაციებისა და კლინიკური მიდგომების წარმოსადგენად.

აღნიშნული მიღწევა კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ნეიროქირურგიული გუნდის მაღალ პროფესიონალიზმს და საქართველოს ნეიროქირურგიის ღირსეულ წარმოდგენას საერთაშორისო სამედიცინო საზოგადოებაში“, – ნათქვამია კავკასიის მედიცინის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები