სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტების კლინიკური სტაჟირება თურქეთში გრძელდება
“ევროპის უნივერსიტეტის” სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტების კლინიკური სტაჟირება თურქეთში გრძელდება.
სტუდენტებს ჩაუტარდათ ვორკშოპი კბილთა იზოლაციასა და მექანიკური ენდოდოტიური ფაილებით (Fanta სისტემით) კბილების არხთა სისტემის დამუშავებაზე.
დღის მეორე ნახევარში სტუდენტები ეწვივნენ საუნივერსიტეტო სტომატოლოგიურ კლინიკას, სადაც ჩაერთნენ პაციენტების მკურნალობის პროცესში.
სტუდენტები მიმდინარე კვირის განმავლობაში “აიდინის უნივერსიტეტში” იმყოფებიან. ისინი ყოველდღიურად ესწრებიან ლექციებს, პრაქტიკულ ვორკშოპებს და ერთვებიან მკურნალობის პროცესში.