ნიუ-იორკში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, 50-ზე მეტი ამერიკული ტურისტული კომპანიისთვის პრეზენტაცია გაიმართა

ნიუ-იორკში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, 50-ზე მეტი ამერიკული ტურისტული კომპანიისთვის პრეზენტაცია მოაწყო.

ღონისძიების ფარგლებში, ქართველი ტუროპერატორები და სასტუმროების წარმომადგენლები ამერიკელ კოლეგებს შეხვდნენ.

B2B ფორმატში მოწყობილ შეხვედრაზე ქართულ კომპანიებს საშუალება ჰქონდათ, უშუალოდ დაემყარებინათ კონტაქტები პოტენციურ პარტნიორებთან და განეხილათ სამომავლო თანამშრომლობის გეგმები, საქართველოში ერთობლივი ტურისტული პაკეტების მომზადება და სერვისების მიწოდება.

„საქართველოში პირველად 1971 წელს ვიყავი, ამის შემდეგ ორჯერ ვიმოგზაურე და აღტაცებული დავრჩი თქვენი ქვეყნის სილამაზით, დავათვალიერე შავი ზღვის სანაპიროები, ბათუმის ბოტანიკური ბაღი. ჯგუფური ტურით კავკასიის ქვეყნებში ვიმოგზაურე და მინდა გითხრათ, რომ საქართველო გამორჩულია ულამაზესი ბუნებით, კერძებით და სანახაობით“, – განაცხადა ამერიკელმა ტუროპერატორმა, ფილის სთოლერმა.

„ეს შეხვედრა დიდი გავლენას მოახდენს და ამერიკის ტურისტულ ბაზარზე საქართველოს პოზიციებს გააუმჯობესებს. პრეზენტაციითა და შეხვედრებით ყველა კმაყოფილია. უგემრიელესი ქართული სამზარეულო საუკეთესოდ აღწერს ქართულ კულტურას. ვფიქრობ, ამერიკელი მოგზაურები საქართველოთი დაინტერესდებიან.

ამ შეხვედრაზე ამერიკულმა კომპანიებმა საქართველოს შესახებ ბევრი საინტერესო რამ შეიტყვეს, საქართველო ნამდვილად გამორჩეული ქვეყანაა ევროპაში. ბევრი მოგზაურობს საფრანგეთში, ესპანეთში, დიდ ბრიტანეთში, იტალიაში, მაგრამ ვფიქრობ, ხალხი უკვე იწყებს ისეთი მიმართულებების მოძიებას, რომლებიც უფრო ავთენტიკურია, ბუნებრივია და მოგზაურობის შემდეგ დიდ შთაბეჭდილებებს მიიღებენ. დღეს აღმოვაჩინე, რომ საქართველოში მოგზაურობით ძალიან მდიდარი გამოცდილება შეიძლება მიიღოთ, მთებიდან დაწყებული სანაპიროებით დამთავრებული. ქვეყნის პლაჟებამდე. ეს ყველაფერი კი რვა საათიანი საავტომობილო მოგზაურობით, ქვეყნის ერთი ბოლოდან მეორემდე არის შესაძლებელი”, – აცხადებს Waynes World Media-ს დამფუძნებელი, ვეინ ვი ლი .

“ღონისძიების მიზანია ქართული ტურისტული სექტორის მხარდაჭერა და ამერიკის ტურისტულ ბაზარზე საქართველოს პოპულარობის გაზრდა”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები