ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატზე მცირე ოქროს მედალი მოიპოვეს
დიდ ბრიტანეთში მიმდინარე ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატზე ქართულმა წყვილმა – ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ – სპორტული ცეკვების მოკლე პროგრამაში იასპარეზა. წყვილმა 75,96 ქულა დააგროვა და მცირე ოქროს მედალი მოიპოვა.
ქართული ფიგურული სრიალის ისტორიაში ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა პირველი სპორტულ წყვილია, რომელმაც ევროპის ვიცე-ჩემპიონის ტიტულის მოპოვება შეძლო. ვერცხლის მედალი მათ 2024 წელს მოიპოვეს, 2025 წელს კი ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.
საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია გუბანოვამ მოკლე პროგრამაში 56,17 ქულა დაიმსახურა და ასპარეზობა მეთერთმეტე ადგილზე დაასრულა.
ინგლისის ქალაქ შეფილდში პირველ სატურნირო დღეს თავიანთი მოკლე პროგრამები წარმოადგინა 13 ქვეყნის 16-მა სპორტულმა წყვილმა.