ბაკურიანში ფესტივალი „გიზ-გიზი” გაიმართა

Screenshot

2026 წლის პირველი „გიზ-გიზის” ფესტივალი ბაკურიანში გაიმართა. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ფესტივალი სამთო კურორტზე  10 იანვარს  ჩატარდა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფესტივალზე დასწრება უფასო იყო.

“ფესტივალის ფარგლებში, დამსვენებლებს ელოდა მრავალფეროვანი გასართობი სივრცეები, როგორც ბავშვებისთვის, ასევე დიდებისთვის, და სპეციალურად მოწყობილი კვების ობიექტები და შესაძლებლობა ჰქონდა მოესმინა ენერგიული მუსიკალური პროგრამა.

ფესტივალის მიზანია, როგორც შიდა ტურიზმის პოპულარიზაცია, ასევე  საერთაშორისო მოგზაურთა მოზიდვა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ზამთრის კურორტების ცნობადობის გაზრდას.  

ბაკურიანის შემდეგ ფესტივალი „გიზ-გიზი” 17 იანვარს გუდაურში გაიმართება.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ფესტივალი „გიზ-გიზი” მე-3 წელია საქართველოს სამთო კურორტებზე ტარდება,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები