ანკარაში ქართულსაქართველოს საელჩოში მხატვრული ფილმის “მანდარინების” ჩვენება გაიმართა
2025 წლის 20 დეკემბერს, ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოში, ქართულ-ესტონური ერთობლივი პროექტით შექმნილი მხატვრული ფილმის “მანდარინების” ჩვენება გაიმართა.
ფილმის დაწყებამდე, მოწვეულ სტუმრებს, სიტყვით მიმართა თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, არჩილ კალანდიამ. საქართველოს ელჩმა, ისაუბრა აღნიშნული ფილმის მიერ მოპოვებული აღიარების შესახებ, ასევე, ყურადღება გაამახვილა ქართული კინემატოგრაფიის მიღწევებზე.
ფილმის ჩვენებას, ესწრებოდნენ, თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და ქ. ანკარაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები.
ინფორმაციას საქართველოს დიპლომატიური მისიები ავრცელებს.