ქართველი მწერალი ინდონეზიის საერთაშორისო ფესტივალზე წარსდგა
ინდონეზიის ქალაქ უბუდში გამართულ მწერებისა და მკითხველების მე-16 საერთაშორისო ფესტივალზე ქართველი მწერალი, ალეკო შუღლაძე იღებდა მონაწილებას.
მან რამდენიმე სადისკუსიო პანელის მეშვეობით, ფესტივალის სტუმრებს ქართული ლიტერატურა და კულტურა გააცნო.
რამდენიმე რომანისა და პროზაული კრებულის ავტორი, ალეკო შუღლაძე ფესტივალზე ინდონეზიაში საქართველოს საელჩოსა და ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით იმყოფებოდა.