ფილმ „შინდისის“ რეჟისორმა ჰოლივუდში ჯილდო მიიღო

ჰოლივუდში, აზიური ფილმების ფესტივალზე დიტო ცინცაძეს საუკეთესო რეჟისორის ჯილდო გადასცეს.  ფესტივალი „ოსკარისა“ და „ოქროს გლობუსის“ კამპანიის ფარგლებში გაიმართა.

კინოფესტივალზე ძირითადად ის ფილმები იყო წარმოდგენილი, რომლებიც „ოსკარისა“ და „ოქროს გლობუსის“ ნომინაციებისათვის იბრძვიან.

ფილმი 11 წლის წინ, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მომხდარ რეალურ ისტორიას მოგვითხრობს სოფელზე, რომელმაც ომი გამოირა. ესაა ამბავი ადგილობრივი გლეხების თავდადებასა და ჩასაფრებაში მომწყვდეული ჯარისკაცების სიცოცხლისათვის ბრძოლის შესახებ.

„შინდისი“ საფესტივალო ცხოვრებას აგრძელებს და საქართველოს სახელით  „ოქროს გლობუსისა“ და „ოსკარის“ კამპანიაშია ჩართული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები