მოჭადრაკე ქალთა გუნდურ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა
ესპანეთის ქალაქ ლინარესში გამართულ მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე მერი არაბიძემ მცირე ოქროს, ხოლო ლელა ჯავახიშვილმა და ბელა ხოტენაშვილმა მცირე ვერცხლის მედლები მოიპოვეს.
მერი არაბიძემ ოქრო მეოთხე დაფაზე მოიპოვა. ლელა ჯავახიშვილმა და ბელა ხოტენაშვილმა კი შედეგი მეორე დაფაზე აჩვენეს.