ჯონი ხაბურზანია, საბა კერძევაძე და თორნიკე სიმონიშვილი 15-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ
მონტენეგროს ქალაქ ბუდვაში მიმდინარე კრივის 15-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე მოკრივე ჯონი ხაბურზანიამ (46 კგ) ნახევარფინალი ლატვიელ კირილს ვოლოსტოვთან დათმო და ბრინჯაოს მედალს დასჯერდა. ჯონი ხაბურზანიამ ამ შეხვედრამდე უნგრელი კროსტოფ კორნელ ფურიანი და ლიეტუველი ვიქტორ ბოგდევიკი დაამარცხა.
ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა საბა კერძევაძეც(44 კგ). მან ნახევარფინალი ისრაელის წარმომადგენელ ჰუსამ ფალაიდთან დათმო. ქართველმა სპორტსმენმა ამ შეხვედრამდე უნგრელი ივან ვერეშჩაკა დაამარცხა.
ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი თორნიკე სიმონიშვილი(40 კგ) მოიპოვა. მან ნახევარფინალური შეხვედრა რუმინელ ანდრეი კრის კასუსთან დათმო და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. ნახევარფინალურ შეხვედრამდე მან ესტონელი სტას ლაპშინი და სლოვაკი კრისტიან მეზესი დაამარცხა.
ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.