დიანა მეზვრიშვილი სწავლას Central European University-ში აგრძელებს
საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის კურსდამთავრებული დიანა მეზვრიშვილი სწავლას აგრძელებს ავსტრიაში, Central European University-ში პოლიტიკის მეცნიერების ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე, სრული დაფინანსებითა და ყოველთვიური სტიპენდიით.
თავისუფალი უნივერსიტეტის ინფორმაციით, დიანამ მოწვევა მიიღო აგრეთვე University of Geneva-დან და Institut Barcelona d’Estudis Internacionals (IBEI)-გან, თუმცა საბოლოოდ არჩევანი CEU-ზე შეაჩერა. მის მიერ შერჩეული პოლიტიკის მეცნიერების სამაგისტრო პროგრამა გამოირჩევა ინტერდისციპლინური სწავლებით, კვლევაზე ორიენტირებული სასწავლო გეგმითა და სპეციალიზაციის ფართო არჩევანით.
დიანა თავისუფალ უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის კორეული ენის კონცენტრაციის კურსდამთავრებულია.