საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გერმანიიდან Archäologie in Deutschland-ისა და Frankfurter Allgemeine Zeitung-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გერმანიიდან, Archäologie in Deutschland-ისა და Frankfurter Allgemeine Zeitung-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა, – ამის შესახებ ინფორმაციას, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მედია ტურის მიზანია საქართველოს კულტურული ტურისტული პოტენციალისა და არქეოლოგიური მემკვიდრეობის პოპულარიზაცია გერმანიაში.

ტურის ფარგლებში გერმანული მედიის წარმომადგენლები ეწვივნენ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, დმანისის მუზეუმ-ნაკრძალსა და ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს. გერმანელი ჟურნალისტები საქართველოს კულტურული ტურიზმის შესახებ სტატიებს მოამზადებენ.

https://files.fm/u/v7mg7pgsr7

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები