ბათუმში შავი ზღვის რიგით IV საერთაშორისო ფესტივალი “ბათუმური რაფსოდია” გაიმართება
2025 წლის 19-დან 28 სექტემბრის ჩათვლით, ქალაქ ბათუმში გაიმართება შავი ზღვის რიგით IV საერთაშორისო ფესტივალი “ბათუმური რაფსოდია”.
ფესტივალის დამფუძნებელი და პრეზიდენტია მსოფლიოში ცნობილი მომღერალი – თამარ ივერი.
ფესტივალის ფარგლებში ახალგაზრდა მომღერებლისთვის მასტერკლასებს ჩაატარებენ მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები-პედაგოგები:
⭐️ ვალენტინ პეიჩინოვი (ა.შ.შ. – ბულგარეთი),
⭐️ მეთიუ აბელი (საფრანგეთი)
⭐️ სპეციალური მოწვევით მსოფლიო ტენორი – მარჩელო ალვარესი (არგენტინა).
26 სექტემბერი, 20:00 – პიეტრო მასკანი “სოფლის ღირსება”, ბათუმის დრამატული თეატრი.
28 სექტემბერი, 20:00 – ფესტივალის გალა კონცერტი, ბათუმის დრამატული თეატრი.