„ოსკარის“ 98-ე დაჯილდოებაზე საქართველო გიორგი სიხარულიძის ფილმს – „პანოპტიკონს“ წარადგენს
2026 წელს „ოსკარის“ 98-ე დაჯილდოებაზე საქართველო საკონკურსო ფილმის სტატუსით გიორგი სიხარულიძის ფილმს – „პანოპტიკონს“ წარადგენს. ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, გამარჯვებული ფილმი 16 სექტემბერს, ეროვნული კინოცენტრის ორგანიზებით, სპეციალური კომისიის წევრების მიერ ფარული კენჭისყრის საფუძველზე გამოვლინდა.
გამართულ კონკურსში საპროდიუსერო კომპანიებისგან წარდგენილი იყო ორი ფილმი:
„ტერცო მონდო“ (რეჟ. მერაბ კოკოჩაშვილი)
„პანოპტიკონი“ (რეჟ. გიორგი სიხარულიძე)
სპეციალური კომისია, რომელმაც საქართველოდან „ოსკარზე“ წარსადგენი ფილმი შეარჩია, დარგის ექვსი პროფესიონალისგან შედგებოდა.