“ექსპო ჯორჯიას” პავილიონში მეწარმე ქალების პროდუქციის მასშტაბურ გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
13-14 სექტემბერს, “ექსპო ჯორჯიას” მე-11 პავილიონში მეწარმე ქალების პროდუქციის მასშტაბურ გამოფენა-გაყიდვა გაიმართება, სადაც დაგხვდებათ 200 მეწარმე ქალის მრავალფეროვანი და უნიკალური პროდუქცია, მათ შორის:
- ადგილობრივი, ნატურალური და უგემრიელესი საკვები პროდუქტები
- ღვინო და სხვა სასმელები
- აქსესუარები და საჩუქრები
- დეკორი და ავეჯი
- თავის მოვლის საშუალებები
- ხელნაკეთი საბავშვო სათამაშოები და სხვა მრავალი უნიკალური და საინტერესო პროდუქტი.
საბავშვო სივრცეში პატარა სტუმრებს დახვდებათ სენსორული თამაშები და სხვა გასართობი აქტივობები.
პავილიონის ტერიტორიაზე არსებულ კვების სივრცეში მთელი დღის განმავლობაში შეძლებთ უგემრიელესი კერძების დაგემოვნებას გლინტვეინთან და სხვა სასმელებთან ერთად. ღონისძიებას მუსიკალურად დიჯეი გააფორმებს.
მეწარმე ქალების გამოფენა-გაყიდვის ყოველწლიური ღონისძიება ქალთა მეწარმეობის რეგიონალური ექსპოს ნაწილია და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივითა და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.