ლაშა გურულმა ლივერპულში მიმდინარე ღონისძიებაზე მესამე გამარჯვება მოიპოვა და ისტორიული შედეგი დააფიქსირა
ლაშა გურულმა ლივერპულში მიმდინარე ღონისძიებაზე მესამე გამარჯვება მოიპოვა და ისტორიული შედეგი დააფიქსირა.
ლაშა გურულმა (65 კგ) მეოთხედფინალში ინდოელი აბინაშ ჯამვალი დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი გარანტირებულად მოიპოვა. ქართველი მოკრივე ნახევარფინალში 12 სექტემბერს იასპარეზებს, მოგების შემთხვევაში კი ფინალში იბრძოლებს.
ინგლისში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობს გიორგი ყუშიტაშვილიც, რომელმაც ხორვატ და ყაზახ მეტოქეებს სძლია, მეოთხედფინალურ ბრძოლას კი 12 სექტემბერს გამართავს.