საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიო ოლიმპიადაზე ასპარეზობს

კოლუმბიის ქალაქ ბარანკილაში 16 წლამდე მოჭადრაკეთა მსოფლიო ოლიმპიადა გაიხსნა.

ტურნირში 44 ქვეყნის 85 გუნდი მონაწილეობს. ასპარეზობა შვეიცარიული სისტემით — 9 ტურად ტარდება. დროის კონტროლი: თითოეულ პარტიაზე 45 წუთი + 10 წამის დამატება პირველივე სვლიდან.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში არიან:

  • ლუკა კილაძე
  • ერეკლე ტაბატაძე
  • ანასტასია კირთაძე
  • კესარია მგელაძე

მთავარი მწვრთნელი და კაპიტანი — დავით ჯოჯუა.

საქართველოს ნაკრების სატურნირო რეიტინგ სიის XI ნომერია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები