ვუქომაგოთ ნანა ძაგნიძეს
დღეს ბათუმში, სასტუმროში „გრანდ ბელაჯიო“ ფიდეს ქალთა მსოფლიო თასის მეოთხედფინალი გაიმართება, სადაც 4 ინდოელი, 3 ჩინელი და მხოლოდ ერთი ქართველი მოჭადრაკე ნანა ძაგნიძე მიიღებს მონაწილეობას.
დღეს ნანა დაუპირისპირდება მსოფლიო რეიტინგის #3 მოჭადრაკეს, ლეი ტინგჟის. ეს იქნება ურთულესი ორთაბრძოლა და წარმატება ვუსურვოთ ჩვენს ჩემპიონს.
მეოთხედფინალური წყვილები:
- ლეი ტინგჟი (2552) 🇨🇳 🆚 ნანა ძაგნიძე (2505) 🇬🇪
- ჰამპი კონერუ (2543) 🇮🇳 🆚 სონგ იუქსინი (2410) 🇨🇳
- დივია დეშმუხი (2463) 🇮🇳 🆚 ხარიკა დრონოვალი (2483) 🇮🇳
- ტან ჟონგი (2546) 🇨🇳 🆚 რამეშბაბუ ვაიშალი (2481) 🇮🇳