ქართველმა ძიუდოისტებმა ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატი შვიდი მედლით და გუნდური მესამე ადგილით დაასრულეს

მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა შერეულ გუნდურ ასპარეზობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ქართველებმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში პოლონეთის ნაკრები 4:0 დაამარცხეს.

ინდივიდუალურ ასპარეზობაში კი ძიუდოისტებმა ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ჩემპიონობა ქეთი რობაქიძემ (-70) და გიორგი მუმლაძემ (-81) იზეიმეს, ვიცე-ჩემპიონი ცოტნე იჩქიტიძე (-60) გახდა, ბრინჯაოს მედლები კი ნანა გულბიანმა (-63), ვასილ გამეზარდაშვილმა (-73), გიორგი ქარჩაიძემ(+90) და იოანე აბალაკმა (+90) მოიპოვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები