თბილისში “ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი” ჩატარდა
ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, თბილისში, “ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი” ჩატარდა.
პროგრამას ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციით ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში, ღვინის გამოფენები, კონკურსები და ფესტივალები მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება, რაც მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციის, ღვინის ტურიზმის პოტენციალისა და ღვინის სამომხმარებლო კულტურის გაზრდისთვის. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, რიგით მეცხრე “ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი” 21-22 ივნისს ასოციაციის “ქართული ღვინო” ორგანიზებით გაიმართა.
წელს კონკურსში მონაწილეობას 100-მდე კომპანია იღებდა.
ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი საქართველოში პირველად ქვევრის სიმპოზიუმის ფარგლებში, 2017 წელს ჩატარდა.
2025 წლის ნოემბერში ასოციაცია “ქართული ღვინო” კონკურსში მონაწილე უმაღლესი ჯილდოს მფლობელ ღვინოებს იტალიაში, “მერანოს ღვინის ფესტივალზე” წარადგენს.