მესტიაში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ფესტივალი „გიზ-გიზი“ მიმდინარეობს

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ზამთრის სათხილამურო კურორტებზე ფესტივალ „გიზ-გიზს“ აგრძელებს. ფესტივალს წელს პირველად სვანეთი მასპინძლობს.

ფესტივალის ფარგლებში, მესტიაში კვების ზონა და სამეწარმეო ბაზარი მოეწყო, სადაც ადგილობრივ მეწარმეებს საშუალება აქვთ წარმოადგინონ თავიანთი პროდუქტები. „გიზ-გიზის“ ფარგლებში მიმდინარეობს სხვადასხვა გასართობი აქტივობები, მუსიკალურ გაფორმებაზე კი ქართველი დიჯეები ზრუნავენ.

გიზ-გიზი“ ზამთრის სათხილამურო კურორტებზე, საერთაშორისო ჩემპიონატების პერიოდში ტარდება და  საქართველოს სამთო კურორტების პოპულარიზაციას და ტურისტების მოზიდვას ხელს უწყობს. მესტიაში „გიზ-გიზი“ Freeride World Tour – ის პერიოდში მიმდინარეობს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ფესტივალი მეორე წელია იმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები