საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ჰელსინკის საერთაშორისო გამოფენაზე ეცნობიან

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ფინეთში, ჰელსინკის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში MATKA 2025   მონაწილეობს. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად ჰელსინკის გამოფენაში 10-მდე სახელმწიფო და კერძო კომპანიაა წარდგენილი.

MATKA 2025-ზე ქართული კომპანიების წარმომადგენლები B2B ფორმატის ფარგლებში მოლაპარაკებებს მართავენ უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.

ნორდიკულ ქვეყნებში უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე, საქართველო სპეციალური ტურისტული სტენდით არის წარდგენილი. MATKA 2025-ზე სტუმრებს საშუალება აქვთ  საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს გაეცნონ და ინფორმაცია მიიღონ ქვეყნის ტურისტული მიმართულებების შესახებ.

ჰელსინკის 4 -დღიან ტურისტულ გამოფენაში 80-ზე ქვეყნის 1000 ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს. MATKA 2025-ს  65 ათასამდე ვიზიტორი ჰყავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები