ქართული კლუბი „გოლდენ გორი” ძიუდოში ევროპის საკლუბო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში ძიუდოში ევროპის საკლუბო ჩემპიონატი გაიმართა. ტურნირში მონაწილეობა საქართველოს სახელით კლუბმა „გოლდენ გორმა” მიიღო, რომელიც ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
ბრინჯაოს ფინალში „გოლდენ გორმა” „ჯუდო უკრაინას” ანგარიშით 4:0 სძლია.
ქართულმა კლუბმა ტურნირზე შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა:
-73 კგ ვაჟა მარგველაშვილი,
-73 კგ გიორგი ტერაშვილი,
-90 კგ ლუკა მაისურაძე,
+90 კგ ირაკლი დემეტრაშვილი,
+90 კგ უშანგი კოკაური,
+90 კგ თამაზ ბიგანაშვილი,
-57 კგ ეთერ ლიპარტელიანი,
-70 კგ ეთერ ასკილაშვილი,
+70 კგ სოფიო სომხიშვილი.