ჩინეთის ეტაპით დასრულდა გრან-პრის სერიის ეტაპების ტურნირები ფიგურულ ციგურაობაში

ჩინეთის ეტაპით დასრულდა გრან-პრის სერიის ეტაპების ტურნირები ფიგურულ ციგურაობაში. ბოლო ეტაპზე მონაწილე ჩვენი ნაკრების მოციგურავეებმა იასპარეზეს მამაკაცების, ქალებისა და სპორტული ცეკვების კატეგორიებში. ნიკა ეგაძემ ტურნირი 247.54 ქულით მე-4 ადგილით დაასრულა, ანასტასია გუბანოვა და დევის-სმოლკინის წყვილმა კი მე-8 ადგილი დაიკავეს.

გრან-პრის ეტაპების საერთო რეიტინგული შედეგების მიხედვით კი ჩვენი ნაკრების სპორტული წყვილი ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა 24 სარეიტინგო ქულით გრან-პრის ფინალში გავიდა, რომელშიც ჩვენი წყვილის გარდა იასპარეზებს მსოფლიოს საუკეთესო 5 სპორტული წყვილი შემდეგი ქვეყნებიდან: კანადა, იაპონია, გერმანია, იტალია და ამერიკის შეერთებული შტატები.

გრან-პრის ფინალი 5-8 დეკემბერს საფრანგეთის ქალაქ გრენობლში გაიმართება. საქართველოს ფიგურული ციგურაობის ისტორიაში ასეთი მასშტაბის ტურნირზე ჩვენი ქვეყანა პირველად იქნება წარმოდგენილი სენიორების სეგმენტში, სპორტული წყვილების კატეგორიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები