ქართულ-ამერიკულ კინოაკადემიაში ფლორ ვითლოკის მასტერკლასი გაიმართება

23 ნოემბერს, 2 საათზე, ქართულ-ამერიკულ კინოაკადემიაში დამდგმელი მხატვრის ფლორ ვითლოკის მასტერკლასი გაიმართება თემაზე “Introduction to Production Design”.

„ფლორს 30 წლიანი გამოცდილება აქვს კინოსა და ტელევიზიაში. ის მუშაობდა საკულტო შოუებზე, როგორებიცაა: INSPECTOR MORSE, LOVE HURTS და POIROT; ასევე საერთაშორისო პროექტებზე სხვადასხვა ქვეყანაში.

დიზაინერის ვრცელი ფილმების პორტფოლიო მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან ნამუშევრებს, როგორებიცაა: 10000 BC, THE LIBERTINE, The HARRY HILL MOVIE და BUTTERFLY KISSES, რომელიც ბერლინის კინოფესტივალის გამარჯვებულია.

მისი ბოლო პროექტები მოიცავს Netflix-ის წარმატებულ ჰიტებს, როგორებიცაა: THE END OF THE F***ING WORLD და TURN UP CHARLIE. 2021 წელს მან დააპროექტა BANNAN-ის ბოლო სერია BBC Alba-სთვის“, – ნათქვამია  ქართულ-ამერიკული კინოაკადემიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასტერკლასი ინგლისურ ენაზე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები