საერთაშორისო ფესტივალზე “Daejeon International Wine Festival” ქართული ღვინის 8 მწარმოებლის ღვინო იყო წარმოდგენილი
ღვინის ეროვნული სააგენტოს და კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქალაქ დეჯონში საერთაშორისო ფესტივალზე “Daejeon International Wine Festival” ქართული ღვინის 8 მწარმოებლის, როგორც დიდი კომპანიების, ასევე მცირე მარნების ღვინო იყო წარმოდგენილი.
ქართული ღვინის მსგავს მასშტაბურ ღონისძიებებზე წარდგენა საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციას ემსახურება .
სამდღიანი გამოფენის ფარგლებში, ქართველ ღვინის მწარმოებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი პროდუქცია წარედგინათ ადგილობრივი ღვინის პროფესიონალებისთვის, რაც ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდის წინაპირობაა.