თსსუ-ს სტუდენტები სტაჟირებით მაგდებურგის საუნივერსიტეტო კლინიკაში, შინაგანი მედიცინის ცენტრში იმყოფებოდნენ
Erasmus+ პროექტის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები: მეგი კეზუა, ნიკა ტოგონიძე და სოფო მდინარაძე მაგდებურგის ოტო ფონ გერიკეს სახელობის უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკაში, შინაგანი მედიცინის ცენტრში იმყოფებოდნენ.
ორთვიანი სტაჟირება გაცვლითი პროგრამის მონაწილეებმა: მეგი კეზუამ და ნიკა ტოგონიძემ კლინიკის ჰიპერტენზიის, დიაბეტოლოგიის, ნეფროლოგიისა და ენდოკრინოლოგიის, ხოლო სოფო მდინარაძემ კარდიოლოგიის და ანგიოლოგიის განყოფილებებში გაიარეს.
როგორც სტუდენტები აღნიშნავენ, გერმანიაში მიღებული პრაქტიკული გამოცდილება განსაკუთრებით პროდუქტიული იყო, ვინაიდან 2 თვის განმავლობაში ეცნობოდნენ განსხვავებულ სამედიცინო სპეციფიკას, უცხო ქვეყნის თანამედროვე მიდგომებს და კიდევ უფრო განივითარეს კლინიკური უნარ-ჩვევები.