საქართველო საკვები და სასმელი პროდუქტების საერთაშორისო გამოფენაში SIAL Paris 24 მონაწილეობს

26 ქართული კომპანია პარიზში მიმდინარე საკვები და სასმელი პროდუქტების საერთაშორისო გამოფენაში SIAL Paris 24 მონაწილეობს.

აღნიშნული შესაძლებელი გახდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” ორგანიზებითა და თანადაფინანსებითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „წვდომა საექსპორტო ბაზრებზე“-თან პარტნიორობით, რომელიც ევროკავშირის მიერაა დაფინანსებული.

SIAL Paris-ი ევროპის მასშტაბით სასურსათო პროდუქციის ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენაა, სადაც საქართველოს პავილიონი უკვე მეხუთედ არის წარმოდგენილი. ღონისძიებას ყოველწლიურად 150,000-ზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს 200 ქვეყნიდან.

საქართველოში წარმოებული პროდუქცია სამ სხვადასხვა თემატურ პავილიონშია წარმოდგენილი, მათ შორისაა: ცოცხალი ხილი და ბოსტნეული, კაკლოვანი კულტურები, სუნელები, კონსერვირებული საკვები, სოუსები და ა.შ.

გამოფენა 23 ოქტომბერს დაიხურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები