ტირანაში მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო

ტირანაში მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო. დღეიდან, საქმეში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 23 წლამდელები ჩაებნენ და ხუთ წონით კატეგორიაში – 60, 67, 72, 82 და 97 კილოგრამებში გამოავლენენ ფინალისტებს.

საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები  თბილისის დროით 12:30 საათზე დაიწყო.

ნახევარფინალები – 20:00 საათიდან დაიწყება.

საქართველოს ნაკრების წევრთაგან დღეს ჭიდაობენ: ფრიდონ აბულაძე (60 კგ), დიეგო ჩხიკვაძე (67 კგ), გიორგი ჩხიკვაძე (72 კგ), დათა ჩხაიძე (82 კგ) და ლაშა ტვილდიანი (97 კგ).

ამ დროისთვის ცნობილია, რომ გიორგი ჩხიკვაძე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები