საერთაშორისო ფესტივალზე „ოქროს თვალი“ დავით გუჯაბიძეს და გიორგი ხარებავას გრან-პრი გადაეცათ

ოპერატორების საერთაშორისო ფესტივალზე „ოქროს თვალი“ (Golden Eye) მერაბ კოკოჩაშვილის ბოლო ნამუშევრის „ტერცო მონდოს“ ოპერატორებს –  დავით გუჯაბიძესა და გიორგი ხარებავას გრან-პრი გადაეცათ საუკეთესო საოპერატორო ნამუშევრისთვის.

ქართველი რეჟისორის ფილმი „ტერცო მონდო“ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით შეიქმნა. ფილმი, რომელიც მერაბ კოკოჩაშვილმა აკა მორჩილაძის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით გადაიღო, მისი ტრილოგიის ბოლო ნაწილია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები