WANDERLUST ბათუმს ევროპის ყველაზე სასურველი ქალაქების ნომინაციაში ასახელებს
ცნობილი ბრიტანული გამოცემა WANDERLUST ბათუმს ევროპის ყველაზე სასურველი ქალაქების ნომინაციაში ასახელებს. გამოცემის პორტალზე, რომელსაც თვეში 1.6 მილიონზე მეტი მკითხველი ჰყავს, 40-მდე ევროპის ტურისტული ქალაქის სია ბათუმით იწყება. ბათუმთან ერთად ნომინაციაზე თბილისი, ლისაბონი, პორტუ, სევილია, ვალენსია, ზაგრები, ბოლონია, დრეზდენი, ჰამბურგი და სხვა ტურისტულად მიმზიდველი ქალაქია დასახელებული. ევროპის ყველაზე სასურველი ტურისტული მიმართულების ნომინაციაზეა სხვა ევროპულ ქვეყნებთან ერთად საქართველოცაა წარდგენილი.
WANDERLUST-ის გვერდზე ხმის მიცემა მსურველებს 18 ოქტომბრამდე შეუძლიათ. WANDERLUST-ის გამომცემლობა The Wanderlust Travel Awards-ის ყოველწლიურ დაჯილდოებას 6 ნოემბერს ჩაატარებს, სადაც გამოვლინდება 2024 წლის სასურველი ტურისტული მიმართულებები. ხმის მიცემა აღნიშნულ ბმულზე https://wanderlustmagazine.typeform.com/to/QUOKskBQ შეიძლება.