შემოდგომას აგრობაზარი – “უნიკალური ქართული გემო“

შემოდგომას სათანადო მხიარულებითა და სავსე დახლებით ვეგებებით – 14 და 15 სექტემბერს, დედაენის ბაღში აგრობაზარი “უნიკალური ქართული გემო“ დაგხვდებათ!

“რა გინდა, სულო და გულო, აქ რომ ვერ იპოვო?! სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული მეწარმეები ჯანსაღ და სიყვარულით დამზადებულ პროდუქტებს დაგახვედრებენ. ნაცნობ გემოებთან ერთად, კულინარიულ სიახლეებსაც აღმოაჩენთ და ამ გემრიელ თავგადასავალს დაუვიწყარ მოგონებადაც გადააქცევთ.

დაე, ეს დღეები დამეგობრების, პირის ჩატკბარუნების და ნამდვილი მხიარულების იყოს! 🥳

თქვენი სტუმრობა ჩვენს ფერმერებსაც გაუხარდებათ და საყვარელ საქმეს კიდევ უფრო მეტი ენთუზიაზმით გააგრძელებენ 🧑🏻‍🌾

არ გეგონოთ, რომ ეს სიამტკბილობა მუსიკის გარეშე ჩაივლის – განწყობის ამაღლებაზე DJ იზრუნებს.

აგრობაზარზე წარმოდგენილი იქნება:

🧀 ყველის ქართული და ევროპული სახეობები

🍷 კახური, იმერული, და აჭარაული ღვინოები

🍯თაფლი, ტკბილეული, ჯემები

🥓ლორი, სალა და სხვა სახის ხორცპროდუქტები

🌶️ აფხაზური აჯიკა

🫖 ქართული ჩაი

🌰ნუშის ნაწარმი

რაღას უცდით?! წამოიყვანეთ, ვინც გინდათ, გვესტუმრეთ დედაენის ბაღში – ნამდვილი ქართული მასპინძლობა ჩვენზე იყოს“, – ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აგრობაზარს „უნიკალური ქართული გემო“ FAO ახორციელებს Stall-თან თანამშრომლობით, ევროკავშირისა და შვედეთის მიერ დაფინანსებული ENPARD IV პროგრამის ფარგლებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები