პარიზში ზაფხულის მე-17 პარალიმპიური თამაშები ოფიციალურად გაიხსნა

პარიზში ზაფხულის მე-17 პარალიმპიური თამაშები ოფიციალურად გაიხსნა. გახსნის საზეიმო ცერემონიაზე საქართველოს პარალიმპიური დელეგაციის მედროშე პარაწოლჭიმელი, ევროპის მოქმედი ჩემპიონი აკაკი ჯინჭარაძე იყო.

საქართველოს პარალიმპიური ნაკრები პარიზის ზაფხულის მე-17 პარალიმპიურ თამაშებზე ისტორიაში პირველად სპორტის ექვს სახეობაში 14 პარაათლეტით იასპარეზებს. ესენი არიან:

ეტლით მოფარიკავეები ირმა ხეცურიანი და ნინა თიბილაშვილი; პარამძლეოსნები გიორგი ოჩხიკიძე (ბირთვის კვრა) და დავით ქავთარაძე (სიგრძეზე ხტომა); პარატაეკვონდოისტები ანა ჯაფარიძე (-54 კგ), ლია ჩაჩიბაია (-47 კგ), გიორგი ნიკოლაძე (-70 კგ); პარამსროლელი ვლადიმერ ჭინჭარაული (შაშხანით სროლა R4 და R5 კატეგორიებში 10 მეტრზე და R9 კატეგორიაში 50 მეტრზე); პარაძიუდოისტები: ზურაბ ზურაბიანი (-60 კგ), გიორგი ქალდანი (-73 კგ), ინა ქალდანი (+70 კგ), ლაშა ყიზილაშვილი (-90 კგ), რევაზ ჩიკოიძე (+90 კგ); პარაწოლჭიმელი აკაკი ჯინჭარაძე (+107 კგ).

პარიზის ზაფხულის პარალიმპიური თამაშების სადებიუტო დღეს საქართველოს ღირსებას პარატაეკვონდოს ნაკრების წევრები ლია ჩაჩიბაია (-47 კგ) და ანა ჯაფარიძე (-52 კგ) დაიცავენ.

შეჯიბრება 12:00 საათზე დაიწყება, საფინალო ბლოკის დასაწყისია – 17:00 სთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები