ქალთა ნაკრების ფეხბურთელებმა უეფა-ს სამწვრთნელო ლიცენზია მიიღეს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსი საქართველოს ქალთა ნაკრების მოთამაშეებისთვის დასრულდა.

მსგავსი კურსი საქართველოში პირველად ჩატარდა და ქალთა ეროვნული ნაკრების მოთამაშეებს საშუალება მისცა საფეხბურთო კარიერის მიმდინარეობისას სამწვრთნელო განათლება მიეღოთ.

კურსის მონაწილეებს საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ირის ანტმანმა და სფფ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ მიმართეს და საერთაშორისო დონეზე აღიარებულ უეფა-ს C ლიცენზია გადასცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები