ილია თოფურიაზე ესპანეთში დოკუმენტური ფილმი გადაიღეს
UFC-ის ქართველ ჩემპიონ ილია თოფურიაზე, დოკუმენტური ფილმი “მატადორი” გადაიღეს და ის მადრიდში, Filmax Takes International-ს გამოფენაზე აჩვენეს. ინფორმაციას გამოცემა variety ავრცელებს.
ფილმის რეჟისორი ჟანპაულო მანფრედია.
დოკუმენტური ფილმი ესპანურ კინოთეატრებში Filmax-ის საშუალებით, 19 სექტემბერს გამოვა.
ფილმი ნაჩვენებია როგორი დატვირთვით ვარჯიშობს ილია და რა მსხვერპლის გაწევა უწევს იმისთვის, რომ უმაღლეს დონეს მიაღწიოს სპორტში.
ფილმში რამდენიმე კითხვა დაისვა, ერთ-ერთზე კი მან ასე უპასუხა: “ჩემი ოცნება არასდროს ყოფილა მხოლოდ ჩემპიონობა. მე მინდა ვიყო ლეგენდა. მინდა ჩემი კვალი დავტოვო ამ სპორტში და სანამ ამას არ მივაღწევ, არ მოვისვენებ“
შეგახსენებთ, ილია თოფურია, მეტსახელად “ელ მატადორი”, UFC-ის ჩემპიონი თებერვალში გახდა. მან სატიტულო ბრძოლაში ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა.