თემურ სამხარაძე მსოფლიოს ვიცეჩემპიონია

ლიეტუვამ ძალისმიერ სამჭიდში მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლა. ზემძიმე წონით კატეგორიაში ქართველმა სპორტსმენმა თემურ სამხარაძემ სამჭიდში 1087,5 კგ დააგროვა, ვერცხლის მედალი მოიპოვა და 2025 წლის მსოფლიო თამაშებზე ასპარეზობის ლიცენზიაც მიიღო.

ცალკეულ მოძრაობებში, ჩაჯდომსა (430 კგ) და წოლჭიმში (255 კგ), მან ვერცხლის მედლები დაიმსახურა, ამოწევაში (402,5 კგ) კი ოქროს მედალი მოიპოვა.

ქართველმა სპორტსმენმა ჩემპიონატზე ევროპისა და მსოფლიოს 20 რეკორდი დაამყარა, როგორც დიდებს, ასევე, ახალგაზრდებს შორის, რაც  უპრეცედენტო შედეგია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები