საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი ისტორიული ქულა მოიპოვა
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში ჩეხეთს შეხვდა, მატჩი ფრედ დაასრულა 1:1, ჩემპიონატზე ქულა პირველად მოიპოვა და პლეიოფში გასვლის შანსი შეინარჩუნა.
პირველი ტაიმის მიწურულს ჩეხების კარში დანიშნული პენალტი გიორგი მიქაუტაძემ ზუსტად შეასრულა და ანგარიში გახსნა. შეხვედრის მეორე ტაიმში ჩეხეთმა ანგარიში 59-ე წუთზე პატრიკ შიკის გოლით გაათანაბრა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ გიორგი მამარდაშვილი დასახელდა.
აღსანიშნავია, რომ გიორგი მიქაუტაძემ მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მეორე გოლი გაიტანა. პირველი გოლი მან თურქეთთან გამართულ მატჩში გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები F ჯგუფში ასპარეზობს და ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას 26 ივნისს პორტუგალიასთან გამართავს.