რევაზ მილდიანი და ლერი ნეფარიძე ევროპის ვიცეჩემპიონები გახდნენ

საბერძნეთში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა (U17) ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ზურაბ ანთაურის ხელმძღვანელობით ლერი ნეფარიძემ და რევაზ მილდიანმა (67 კგ.) იასპარეზეს.

რევაზ მილდიანმა კონტინენტის პირველობის ატაცში სამივე ცდას წარმატებით გაართვა თავი, 115 / 119 / 121 კგ. დაძლია და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ძალოსანმა აკვრაში 142 / 146 კგ. დაძლია და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.  მილდიანმა  ორჭიდში მოგროვილი 267 კილოგრამით ვერცხლის მედალი და  ევროპის  ვიცეჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა.

ლერი ნეფარიძე კი ატაცში 109  კილოგრამის ძლევით მე-7 ადგილზე გავიდა.

ძალოსანმა აკვრაში  143 / 147 / 150 კგ დაძლია, მკერდი ვერცხლის მედლით დაიმშვენა და ვიცეჩემპიონი გახდა.

ორჭიდში მოგროვილი 259 კილოგრამით კი მე-6 ადგილი ერგო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები